Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2017

მერვე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის აქტივობების შეფასებებზე. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს. დავამატე მიზანთან შესაბამისი განსხვავებული მოსაზრებები, რომლებსაც პროექტზე მუშაობის დროს გავეცანი, მაგალითად წინარე ცოდნის შეფასებისთვის გამოვიყენე   ვმვ  შეფასების ცხრილი და ჩვამატე სასწავლო პროცედურებს დასაწყისში. ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გაავუზიარეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე ტექნოლოგიების გამოყენებით. განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიის მაგალითები მოდულის დასაწყისში, მოდულის მსვლელობისას და მოდულის დასასრულს.