Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

მერვე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის აქტივობების შეფასებებზე. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს. დავამატე მიზანთან შესაბამისი განსხვავებული მოსაზრებები, რომლებსაც პროექტზე მუშაობის დროს გავეცანი, მაგალითად წინარე ცოდნის შეფასებისთვის გამოვიყენე   ვმვ  შეფასების ცხრილი და ჩვამატე სასწავლო პროცედურებს დასაწყისში. ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გაავუზიარეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე ტექნოლოგიების გამოყენებით. განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიის მაგალითები მოდულის დასაწყისში, მოდულის მსვლელობისას და მოდულის დასასრულს.

მეშვიდე დღე

მეხუთე მოდულის რეფლექსია განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და დავხვეწეთ შეფასების გეგმები. შევქმენი სეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის. გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, ვიმსჯელეთ რა ცნებები, უნარ-ჩვევები და ცოდნა უნდა შეფასდეს, ზედა დონის რომელი უნარჩვევა შეიძლება შეფასდეს პროექტის მიზნებიდან ჰამომდინარე. ჩემი პროექტის საჭიროებების გათვალისწინებით გადმოვაკოპირე შეფასების ინსტრუმენტები, მახასიათებლები სხვა შეფასების ინსტრუმენტებიდან და შევქმენი შეფასება ნულიდან. პროქტის შეფასების პროგრამიდან მოვახდინე შეფასების ნიმუშების ადაფტირება ჩემი პროექტის სესაძლებლობებზე და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შევქმენი შეფასების ახალი ფორმა. განვიხილე დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა პრეზენტაციებითვის განკუთვნილი ჩეკლისტები, როგორიცაა სააზროვნო უნარებზე მორგებული მაგალითად შემოქმედობითობის შეფასების ჩეკლისტი. კრიტიკულ აზროვნებაზე გათვლილი მაგალითად ანალიზის ჩეკლისტი და რუბრიკა და ა.შ. მეხუთე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსა

დღე VI

ამ დღეს ვისწავლეთ დრაივზე ფაილების ატვირთვა,  დრაივიდან ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. ხელახლა გადავხედეთ პროექტის გეგმას. განვიხილეთ პროექტის მახასიათებლელბი, რომ პროექტით სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებზე,  ის ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამე სტანდარტებს. პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები ცოდნასა და უნარჩვევებს წარმოაჩენენ ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით. ამ დროს გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და უნარები წარმოაჩინონ მათთვის მისაღები სტილით. ვიმუშავეთ წყვილებში საკუთარი პროექტის პრეზენტაციის ირგვლივ და მეწყვილეებმა კომენტარები გავცვალეთ. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და მოსწავლის როლში ვიმუშავეთ საპრეზენტაციო ჩეკლისტებზე, რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის მიზანს და შინაარსობრივ მხარეს.

დღე 5

ვიმუშავეთ: მასწავლებლის პორთპოლიოზე. 21-ე საუკუნის უნარჩვევების მიღწევაზე. საავტორო უფლებებზე. ტექნოლოგიების გამოყენებასთნ დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებაზე. ინტერნეტის გამოყენებაზე კვლევისთვის. ინტერნეტ კავშირზე მსოფლიოსთნ. ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე. ძიების სინტაქზე. საავტორო იფლებებთან დაკავშირებით შევიტყე, რომ მოსწავლეთა ნაშრომების ან ნახატების გამოსაყენებლად დაგვიჭირდება მათი მშობლების ნებართვა. ასევე, რა არ არის დაცული საავტორო უფლებების შესაებ კანონით, რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალა. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე, უკუკავშირებზე და განმავითარებელ კომენტარებზე...

დღე 4

ამ დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტისთვის შეფასების სტრატეგიებსა და ისტრუმენტებზე პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს და ჩემი პროექტისთვის განვსაზღვრე ისინი.  პროექტის დასაწყისში:  მეთოდები: 1. მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება.  2. გონებრივი იერიში 3. გრაფიკული ორგანიზატორები ინსტრუმენტი: 1. სხვადასხვა მოსწავლეთა ნამუშევრები და შეფასებები. 2. თვალსაჩინოდ დახატული საკითხი დაფაზე. 3. დიაგრამები. პროქტის მსვლელობისას:  მეთოდები:1. თვითშეფასება და რეფლექსია. 2.თანასწორთა უკუკავშირი. 3.ჯგუფებზე დაკვირვება. 4. არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევითი ჩანიშვნები. 5. პროექტის შეხვედრების წესრიგები. 6. ფოტო,ჟურნალები 7. მასწავლებლის ინტერვიუები ბავშვებთან. 8. არასტრუქტურირებული გამოკითხვა. ინსტრუმენტები:1. ჩეკლისტები. 2. მონიშენებები 3. კითხვები. 4.ჩანიშვნები (სეგროვებული ინდივიდუალურ ან ჯგუთუს საქაღალდეში)  5. მიზნებისა და პროცესის ფორმა. 6. სურათების ისა - თნმიმდევრობით. 7. მასწავლებლისა და მოსწავლეების დაკვირვებები. 8. კითხვები. პროექტის დასასრულს:  მეთოდები:1. წერითი და წეპირი ტ

დღე 3

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. თემიდან გამომდინარე გავთვალე მიზნები:  ბავშვები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად. მოსწავლეები სეძლებენ სიგრძის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებას. სიგრძის საზომ ერთეულებს გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად. განივითარებენ უნარს სხვადასხვა ობიექტის გაზომვის დროს შეარჩიონ ხელსაყრელი სიგრძის საზომი ერთეულები, ასევე, გამოიმუშავებენ უნარს რომელიმე ობიექტის თავიანთ მიერ ვარაუდით გამოთქმული ზომა შეამოწმონ საზომი ხელსაწყოებით. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავეცანი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების რუბრიკას, რაც დამეხმარა ჩემი პროექტისთვის განმესაძღვრა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავიგე, რომ ზოგადი კითხვა აზროვნების წამახალისებელი შეკითხვა უნდა იყოს,რომელიც რამდენიმე საგანს, ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს. ასევე, თემატურმა შეკითხვებმა ხელი უნდა შეუწყოს და უკავშირდებოდეს სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც მოსწავლეებისაგან

დღე 2

გამოვკვეთე ჩემი პროექტის იდეა. პროექტი ითვალისწინებს პრაქტიკული საქმიანობით მოპოვებული ინფორმაციებით მოსწავლეებს განუვიტარდეთ გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მოსწავლემ შეძლოს გაზომოს , დააკავშიროს საზომი ერთეულები , მიღებული შედეგებით შეასრულოს გამოთვლები. იდეიდან გამომდინარე შევარჩოე პროექტისთვის თემა: საზომი ერთეულების პრაქტიკაში გამოყენება. შესაბამისად გავეცანი სტანდარტებს და ინდიკატორებს ქართულში , მათემატიკაში და ბუნებაში. ასევე , 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს.