Skip to main content

მეშვიდე დღე

მეხუთე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და დავხვეწეთ შეფასების გეგმები.
შევქმენი სეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის. გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, ვიმსჯელეთ რა ცნებები, უნარ-ჩვევები და ცოდნა უნდა შეფასდეს, ზედა დონის რომელი უნარჩვევა შეიძლება შეფასდეს პროექტის მიზნებიდან ჰამომდინარე.
ჩემი პროექტის საჭიროებების გათვალისწინებით გადმოვაკოპირე შეფასების ინსტრუმენტები, მახასიათებლები სხვა შეფასების ინსტრუმენტებიდან და შევქმენი შეფასება ნულიდან.
პროქტის შეფასების პროგრამიდან მოვახდინე შეფასების ნიმუშების ადაფტირება ჩემი პროექტის სესაძლებლობებზე და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შევქმენი შეფასების ახალი ფორმა.
განვიხილე დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა პრეზენტაციებითვის განკუთვნილი ჩეკლისტები, როგორიცაა სააზროვნო უნარებზე მორგებული მაგალითად შემოქმედობითობის შეფასების ჩეკლისტი. კრიტიკულ აზროვნებაზე გათვლილი მაგალითად ანალიზის ჩეკლისტი და რუბრიკა და ა.შ.
მეხუთე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისიც: 1. პროექტის მიზნების შესაბამისიშეფასების რუბრიკები შევქმენი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. 2.  გავითვალისწინე პროექტში მითითებული სტანდარრტები და მოვარგე შეფასების რუბრიკებს.3.  გავითვალისწინე, ასევე, პროცედურების მრავალფეროვნება და შედფასების რუბრიკები შესაბამისად შევადგინე.

Comments

  1. შეფასება, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტის მიმდინარეობის დროს. თქვენ შექმენით შეფასების დოკუმენტები და მასალები შეფასებისთვის. დეტალურად გიწერიათ რეფლექსია, კარგია რომ თვითეული საკითხის მნიშვნელობას აფასებთ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მერვე დღე

გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის აქტივობების შეფასებებზე. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს. დავამატე მიზანთან შესაბამისი განსხვავებული მოსაზრებები, რომლებსაც პროექტზე მუშაობის დროს გავეცანი, მაგალითად წინარე ცოდნის შეფასებისთვის გამოვიყენე   ვმვ  შეფასების ცხრილი და ჩვამატე სასწავლო პროცედურებს დასაწყისში. ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გაავუზიარეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე ტექნოლოგიების გამოყენებით. განვიხილეთ ფასილიტაციის სტრატეგიის მაგალითები მოდულის დასაწყისში, მოდულის მსვლელობისას და მოდულის დასასრულს.

დღე 2

გამოვკვეთე ჩემი პროექტის იდეა. პროექტი ითვალისწინებს პრაქტიკული საქმიანობით მოპოვებული ინფორმაციებით მოსწავლეებს განუვიტარდეთ გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მოსწავლემ შეძლოს გაზომოს , დააკავშიროს საზომი ერთეულები , მიღებული შედეგებით შეასრულოს გამოთვლები. იდეიდან გამომდინარე შევარჩოე პროექტისთვის თემა: საზომი ერთეულების პრაქტიკაში გამოყენება. შესაბამისად გავეცანი სტანდარტებს და ინდიკატორებს ქართულში , მათემატიკაში და ბუნებაში. ასევე , 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს.