Skip to main content

მეშვიდე დღე

მეხუთე მოდულის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და დავხვეწეთ შეფასების გეგმები.
შევქმენი სეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის. გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, ვიმსჯელეთ რა ცნებები, უნარ-ჩვევები და ცოდნა უნდა შეფასდეს, ზედა დონის რომელი უნარჩვევა შეიძლება შეფასდეს პროექტის მიზნებიდან ჰამომდინარე.
ჩემი პროექტის საჭიროებების გათვალისწინებით გადმოვაკოპირე შეფასების ინსტრუმენტები, მახასიათებლები სხვა შეფასების ინსტრუმენტებიდან და შევქმენი შეფასება ნულიდან.
პროქტის შეფასების პროგრამიდან მოვახდინე შეფასების ნიმუშების ადაფტირება ჩემი პროექტის სესაძლებლობებზე და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შევქმენი შეფასების ახალი ფორმა.
განვიხილე დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა პრეზენტაციებითვის განკუთვნილი ჩეკლისტები, როგორიცაა სააზროვნო უნარებზე მორგებული მაგალითად შემოქმედობითობის შეფასების ჩეკლისტი. კრიტიკულ აზროვნებაზე გათვლილი მაგალითად ანალიზის ჩეკლისტი და რუბრიკა და ა.შ.
მეხუთე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისიც: 1. პროექტის მიზნების შესაბამისიშეფასების რუბრიკები შევქმენი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. 2.  გავითვალისწინე პროექტში მითითებული სტანდარრტები და მოვარგე შეფასების რუბრიკებს.3.  გავითვალისწინე, ასევე, პროცედურების მრავალფეროვნება და შედფასების რუბრიკები შესაბამისად შევადგინე.

Comments

  1. შეფასება, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტის მიმდინარეობის დროს. თქვენ შექმენით შეფასების დოკუმენტები და მასალები შეფასებისთვის. დეტალურად გიწერიათ რეფლექსია, კარგია რომ თვითეული საკითხის მნიშვნელობას აფასებთ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

დღე VI

ამ დღეს ვისწავლეთ დრაივზე ფაილების ატვირთვა,  დრაივიდან ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. ხელახლა გადავხედეთ პროექტის გეგმას. განვიხილეთ პროექტის მახასიათებლელბი, რომ პროექტით სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეებზე,  ის ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამე სტანდარტებს. პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები ცოდნასა და უნარჩვევებს წარმოაჩენენ ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით. ამ დროს გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები ეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და უნარები წარმოაჩინონ მათთვის მისაღები სტილით. ვიმუშავეთ წყვილებში საკუთარი პროექტის პრეზენტაციის ირგვლივ და მეწყვილეებმა კომენტარები გავცვალეთ. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და მოსწავლის როლში ვიმუშავეთ საპრეზენტაციო ჩეკლისტებზე, რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის მიზანს და შინაარსობრივ მხარეს.